• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხოჭოლავა (ოდიშელი) მუხრან-იონა  მაქსიმეს ძე

ხოჭოლავა (ოდიშელი) მუხრან-იონა  მაქსიმეს ძე   (22. IX.1881-1924). სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, სწავლობდა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სამშობლოში. ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. დამოუკიდებელ საქართველოში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობზე მუშაობდა. 1919-ს თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.  იყო საქართველოს მთავრობის უკანასკნელი რწმუნებული სოჭის ოლქში (პირველი გიზო ანჯაფარიძე იყო).7 თვის განმავლობაში, როცა სოჭის ოლქი საქართველოს იურისდიქციაში იყო მოქცეული (1918-ის ივლისი - 1919-ის თებერვალი) თბილისმა რამდენიმე მილიონი მანეთი გადარიცხა სოჭის ბანკში; საქართველოს განათლების სამინისტრომ 100 ათასი მანეთი გამოყო სოჭის სკოლების დასაფინანსებლად. დაიწყო მომზადება აგრარული რეფორმის განსახორციელებლად. სოჭის ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი სანატორიუმ „კავკასიის რივიერაში“ მუშაობდა (ეს სანატორიუმი 2013 წელს დაანგრიეს). მ. ხოჭოლავა  იყო  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910); თბილისის განყოფილების წევრი (1918). როგორც დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატი, იგი ხშირად არ ეთანხმებოდა მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გამოდიოდა ნ. ჟორდანიას ჩამოგდების მოთხოვნითაც

 მ. ხოჭოლავა მონაწილეობდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924 ის, როგორც დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატი, აირჩიეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრად. სხვა აჯანყებულებთან ერთად დაიჭირეს და დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates