ხელთუფლიშვილი დავით ბესარიონის ძე (185. – 4. II. 1921). ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის (უმაღლესი სააპელაციო პალატა - უზენაესი სასამართლო) თავმჯდომარე (1919-1921). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წევრი.
1919-ს 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის თავმჯდომარედ აირჩია. გარდაიცვალა 1921 წლის იანვარში. ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ პატივი მიაგო, როგორც უაღრესად პატიოსან და პროფესიონალ პიროვნებას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.