• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხარაძე არჩილ კირილეს ძე

ხარაძე არჩილ კირილეს ძე (1895, სოფ. წიფა -  1976,  თბილისი)- მათემატიკური განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.  პროფესორი. 1917  დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1918-ს 30 მაისს თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ თანხმობა მისცა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს მოსკოვის უნივერსიტეტიდან ა. ხარაძეს უნივერსიტეტის ლექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1930-დან იყოს უნივერისტეტის პროფესორი  და კათედრის გამგე,   შემდგომში ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტის დეკანი (1935-1938), სასწავლო დარგში პრორექტორი (1938-1944). სხვადასხვა დროს იყო კათედრის გამგე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და  ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, დირექტორი თბილისის ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტში (1947-1952),  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თბილისში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, პრეზიდენტი საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოებისა (1970-1975). ა. ხარაძის  გამოკვლევების    ეხება ალგებრას, გეომეტრიას,  და მათემატიკის  ანალიზის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მისი გამოკვლევები  ორთოგონალურ  პოლინომთა  კლასიკური  თეორიის  შემდგომი განზოგადებისა  და ამ თეორიის  პრობლემასთან კავშირების დადგენის  მიმართულებით.  დიდი წვლილი მიუძღვის ანდრია რაზმაძესთან და ნიკო მუსხელიშვილთან ერთად მათემატიკური ტერმინოლოგიის  დადგენაში. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. მისი შრომებია:  ,,დეტერმინანტთა  თეორიის საფუძვლები, ტფ.,1931;  ,,მათემატიკური ანალიზის კურსის” 2 ტომი, თბ.; 1948-1950, (თანაავტორი);

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates