ხარაზიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (1.VI.1875 -?). იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. უმაღლესი იურიდიული განათლება მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორად. 1919-ს 13 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.