• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭიჭინაძე პარმენ

ჭიჭინაძე პარმენ (1873 - V. 1921). ახალგაზრდობიდან ჩაება რევოლცუიურ საქმიანობაში.  1918-1920-ში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად ასრულებდა მინისტრის მოვალეობასაც. 1920-ის 3 დეკემბერს  დაინიშნა სამხედრო მინისტრად. რუსეთ-საქართველოს 1921-ის ომის დროს 19 თებერვალს სამხედრო მინისტრი  ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე, გოგილო ცინცაძე ფრონტის დათვალიერებისას გადააწყდნენ ორ შეიარაღებულ წითელარმიელს, რომლებიც იქვე დაატყვევეს.                                                                                                  

პ. ჭიჭინაძე საქართველოს დაპყრობის შემდეგ სამშობლოში დარჩა. გარდაიცვალა ავადმყოფობით. მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონტრაციად თბილისში, საქართველოს დაპყრობის შემდეგ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates