• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭუმბაძე  არისტო

ჭუმბაძე  არისტო (1.XI.1880, სოფ. კლდეეთი, შორაპნის მაზრ.  - 28.XI.1971, თბილისი). ქართველი მწერალი და დიპლომატი.   უმაღლესი განათლება სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. 1908 ჟურ. „ნაკადულში“ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. 1911 დაბრუნდა საქართველოში ქუთაისში დააარსა გაზ.  „კოლხიდა“. 1814 იყო გაზ. „სახალხო ფურცლის“ რედაქტორი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო რამოდენიმეჯერ იქნა დაპატიმრებული. 1914-დან წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში.   სორბონის უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად მუშაობდა გუსტავ ფლობერის შემოქმედებაზე. 1915-1917 წწ.-ში მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაპირველად იაპონიის საელჩოში, ხოლო შემდეგ ალჟირში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. თავდაპირველად  1919-1920 წწ.-ში მიხაკო წერეთელთან ერთად მუშაობდა სკანდინავიაში საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის წარმომადგენლად,  ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობასთან. 1920 გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ იტყობინებოდა - „სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი  არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მან აღნიშნა, რომ შვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან ვინც პირველად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივე თქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“. 1920 დიპლომატიური საქმიანობა თურქეთში საქართველოს წარმომადგენლობაში განაგრძო, იყო წარმომადგენლობის საქმეთა მმართველი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ თავი დაანება დიპლომატიურ საქმიანობას და სამშობლოში დაბრუნდა. 1921 მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „ხომალდი“. 1922-1924 წწ.-ში მუშაობდა წითელი ჯვრის საზოგადოებაში. შემდგომში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში, ასევე  სტილისტად გაზ. „კომუნისტში“. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates