• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე

ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე (13.IV.1884, ქ. თბილისი - ?) - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი. პოლიტიკური საქმიანობის გამო რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული.

1917 წ-დან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. იყო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი შტაბის წევრი.  ხელი მოაწერა საქართველოს 1918 წ-ის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს. 1919 აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ა. ჭიაბრიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკი ავანტიურისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.                                         

 საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წ-ის ივნისში, როდესაც ი. სტალინი თბილისში ჩამოვიდა მუშებთან შესახვედრად, ა. ჭიაბრიშვილი ესწრებოდა კრებას, როგორც კარგი ორატორი და ერთ-ერთი მოწინავე მუშათაგანი. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ის დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასვა. 1922 წ-ის ზაფხულში, ფშავ-ხევსურეთის აჯანყების დროს (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით), საბჭოთა მთავრობამ ა. ჭიაბრიშვილი, სხვა დანარჩენ პატიმრებთან ერთად, მძევლად აიყვანა და მეტეხიდან „ჩეკაშ“ი გადაიყვანა, სადაც მათგან მოითხოვდნენ, ქ. ჩოლოყაშვილი ბანდიტად გამოეცხადებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებოდნენ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა მოწოდება, როგორც ქაქუცას, ისე ტყეში გასული სხვა შეიარაღებული რაზმებისადმი, რათა შეეჩერებინათ გამოსვლები, ამის შემდეგ მძევლები „ჩეკამ“ გაათავისუფლეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates