• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭანიშვილი მიხეილ თომას ძე

ჭანიშვილი მიხეილ თომას ძე (1897, ქუთაისი - 1944 (?)) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სადაც გამოსცემდა ხელნაწერ გაზეთს „ჩვენი ზარი“.  1914-1917 წწ-ში სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

1918-1921 წწ-ში იყო სიციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის აქტიური წევრი. 1918 წ-ის ნომებერში სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წ-ის თებერვალში სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის სიით მონაწილეობას იღებდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა კრების წევრი ვერ გახდა. 1918-1921 წწ-ში სოციალისტ-რევოლუციონერთა გაზეთ „შრომაში“ აქვეყნებდა სტატიებს  ფსევდონიმით „Michel“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. სხვა სოციალისტ-რევოლუციონერებთან ერთად გამოსცემდა არალეგალურ გაზეთ „იმედს“.    1924 წ-ის აგვისტოს აჯანყების შემდეგ  „ჩეკამ“ დააპატიმრა, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო გაათავისუფლეს. 1925-1927 წწ-ში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1934 წელს კვლავ დააპატიმრეს. მოგვიანებით გადაასახლეს მაგადანში. შემდგომი ბედი უცნობია.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates