ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე (1886. დაბ. ხონი - 1946) - სოციალ-დემოკრატი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი. აგრეთვე, ამავე ორგანიზაციის ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი 1914 წ-დან. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე.
1917 იყო ხონის ქალაქის თავი. 1919-21 წწ-ში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. შედიოდა სამანდატო და საფინანსო კომისიებში, იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე.
1921 წავიდა ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.