ჭავჭავაძე სპირიდონ მიხეილის ძე (3.III.1878 - 1952) - გენერალი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის ომისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1915). ულანთა მე-13 პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1916). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის და წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1924 დაინიშნა ანტისაბჭოთა აჯანყების მთავარსარდლად. აჯანყების მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1947 დაბრუნდა საქართველოში. 1951 დააპატიმრეს და მიუსაჯეს 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ციხეში.