• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭავჭავაძე თამარ ირაკლის ასული

ჭავჭავაძე თამარ ირაკლის ასული (16.X1896, ყვარელი - 20.IV.1968, თბილისი) - მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1917-1919 წწ-ში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად - პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-1921 წწ-ში სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი - ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-1928 და 1942-1964 წწ-ში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წ-დან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში (1928-1942). 1964-1968 წწ-ში მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.  თ. ჭავჭავაძის როლები გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. შეასრულა: სალომეა (უაილდის „სალომეა“), ლამარა (გ. რობაქიძის „ლამარა“), ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.      

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates