• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭავჭავაძე დავით ზაქარიას ძე

ჭავჭავაძე დავით ზაქარიას ძე (12.IX.1878 - ?) - დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ნიკოლოზის სახელობის საკავალერიო სასწავლებელი პირველი თანრიგით. კორნეტი (1899). პორუჩიკი (1903). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის ომის მონაწილე. შტაბროტმისტრი (1907). დაამტავრა ოფიცერთა სკოლა. როტმისტრი (1911). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1916). 1916 იყო ქართული ცხენოსანი ათასეულის ჩამოყალიბების ინიციატორი და მეთაური. ათასეული გაიგზავნა სპარსეთში მოქმედ გენერალ ბარათოვის კორპუსში რათა მონაწილეობა მიეღო სპარსეთის ფრონტზე განხორციელებულ ცნობილ რეიდში, შემდეგ კი სპარსეთიდან მესოპოტამიაში გადაინაცვლა.  დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1917 დაბრუნდა საქართველოში. გენერალი. 1921 წ-ის თებერვალში პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილთან ერთად გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში საკავალერიო  ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. მოხერხდა ორი ესკადრონის შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ქართულ შეიარაღებულ ძალებს აღმოსავლეთი საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდათ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates