• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭაბუკიანი პეტრე  ივანეს ძე

ჭაბუკიანი პეტრე  ივანეს ძე (5.VII.1889, ქუთაისი - 1982) - 1918-1921 წწ-ში პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობდა შემდეგში ცნობილი მხარეთმცოდნე, გეოგრაფი, სათაფლიის მღვიმის აღმომჩენი და მუზეუმის გამგე პ. ჭაბუკიანი. ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში 1919 წ-ის სექტემბერში ის გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. მის შესახებ გიმნაზიის დირექტორი შ. მხეიძე წერდა: „პეტრე ჭაბუკიანი არის მეტად ბეჯითი და შესაფერისად მომზადებული მასწავლებელი: ის სახელოვნად შრომობს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოზარდ თაობის სწავლა-განათლების საქმისათვის“. პეტრე ჭაბუკიანი დწრპტის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ I მსოფლიო ომში გაიწვიეს, სადაც ტყვედ ჩავარდა და განათლების ცენზის აღმნიშვნელი საბუთები დაკარგა, რის გამოც მას დაბრკოლებები შეექმნა პედაგოგის შტატში ჩარიცხვისას. თუმცა განათლების სამინისტრომ მხედველობაში მიიღო მისი წერილობითი განცხადება ამის თაობაზე და მასწავლებლის სრული განაკვეთი მისცა. დასაფლავებულია სათაფლიის ნაკრძალში.                                   

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates