• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წულაძე  ვასილ

წულაძე  ვასილ (1889, სოფ. ჭანჭეთი, ოზურგეთის მაზრ. - 1969, პარიზი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა სოფლის სკოლაში და ბათუმის გიმნაზიაში. მონაწილეობდა გურიის 1905 მოვლენებში. 1906 წ-დან რსდმპ-ს წევრია. მოღვაწეობდა წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში 1915 წ-დან. 1917-1918 წწ-ში მუშაობდა  ამ ორგანიზაციის  თბილისის განყოფილებაში.                  

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აქტიურად ჩაება საპარლამენტო მუშაობაში და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.                                                                                                    

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი მთავრობას გაჰყვა ემიგრაციაში, თავდაპირველად სტამბოლში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ - პარიზში. გარდაიცვალა საფრანგეთში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates