• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წერეთელი დავით

წერეთელი დავით (01.VII.1896, ქუთაისი -  27.X.1980, თბილისი) - ქართველი ფერმწერი. 1918 წ-დან უკვე აქტიური მხატვარია; ამ პერიოდიდან მონაწილეობს ქართველ მხატვართა გამოფენებში. 1919 ქმნის პორტრეტს „გალაქტიონი“. მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად ქართული დრამის თეატრში. 1922 წ-დან ქეთევან მაღალაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, შალვა მამალაძესთან, ირაკლი თოიძესთან ერთად, მხატვართა საზოგადოების წევრი ხდება. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილისა და ევგენი ლანსერეს კლასში. 1929 აკადემიის დამთავრების შემდეგ იწყებს იქვე მუშაობას პედაგოგად. ფერწერისა და ხატვის კარგი ოსტატი, ის შედარებით ადრე ტოვებს აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და ძირითად დროს აკადემიის სამასწავლებლო საქმიანობას უთმობს. ითვლება საქართველოს გასაბჭოების შემდგომი თაობის მხატვარად. 1930 საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციის ხელის მომწერია. მოკრძალებული, თავმდაბალი მხატვრის პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1964 ეწყობა თბილისში, 1965 ქუთაისის სურათების გალერეაში, 1966 კი - ცხინვალის სამხრეთ ოსეთის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში.                

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates