• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე 

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე  (1892, სოფ. ზემო ალვანი - 1.IX.1924) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა  მასწავლებლის ოჯახში. გარკვეული პერიოდი სწავლობდა თელავში, სადაც პანსიონის დირექტორი იყო მისი მამა დიმიტრი,  საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1914 წ-დან რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას შეუერთდა. 1917 წ-დან საქართველოშია და მშობლიურ მაზრაში ეწევა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.

1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან არჩეული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. აქტიურ საქმიანობას ეწოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო წ.კ.გ.ს. წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანაპარტიელებთან და მეგობრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1923 დააპატიმრა „ჩეკამ“ კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, დანაშაული არ აღიარა. 1924 წ-ის აჯანყების    შემდეგ  მალევე დახვრიტეს თბილისში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates