ცირეკიძე ალექსანდრე (სანდრო) (2.IX.1894, ქუთაისი - 15.VI.1923, თბილისი) - ქართველი პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი. მეექვსე კლასში გამოსცა ხელნაწერი ჟურ. „ჩონგური“. 1912 დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 შეეყარა ტუბერკულოზი და, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სადიპლომო თემად ბაგრატის ტაძრის შესახებ კვლევა აირჩია. 1916 დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“.
1920-იანი წწ-ში ჩამოაყალიბა მწერალთა გართიანება „მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი“. დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“. 1919 შეადგინა „ახალი მწერლობის ანთოლოგია“. 1920 ქუთაისში, მისი ინიციატივით და რედაქტორობით, გამოვიდა ცისფერყანწელთა ლიტერატურული ჟურ. „შვილდოსანი“, რომლის მხოლოდ სამი ნომერი გამოიცა. 1919 თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს „ლექსები და პროზა“, ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები. 1921 მინიატურების მცირე კრებული „მთვარეულები“.
დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.