• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ციციშვილი ივანე დავითის ძე

ციციშვილი ივანე დავითის ძე (11.XI.1865 - ?) - გენერალი. დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1892). პორუჩიკი (1896). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1904). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1914). პოლკოვნიკი (1916 წარჩინებისთვის). მსროლელთა 45-ე პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. იარაღით.

1918-1921 წწ-ში მსახურობდა ქართულ ჯარში. სომხეთთან ომში (1918) მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს ვორონცოვკის მიმართულებაზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates