• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცინცაძე იაკობ (ეკალაძე  ია, თომაანთ კობა)

ცინცაძე იაკობ (ეკალაძე  ია, თომაანთ კობა) (23.III.1872 სოფ. ციმისი, თერგის ოლქი - 11.X.1933) - მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ვექილი. 1894 გაზ. ,,ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ,,ილიკო ბედენიძე“. 1902 წ-დან ქ.შ.წ.კ.ს.-ის ქუთაისის განყოფილების წევრი. 1911 დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1911 იყო გორის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი. 1912-1913 წწ-ში მუშაობდა გაზეთის ,,ქართული“ რედაქტორ-გამომცემლად, 1915-1916 წწ-ში კი - გაზეთის ,,სამშობლო“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა. ასევე, იდგმებოდა მისი პიესები. 12.I.1919 სახალხო სახლში, ქართულ წარმოდგენათა წრის მიერ ია ეკალაძის 4-მოქმედებიანი დრამა ,,ნომერი 21 ჯვრით” დაიდგა.  14.X.1919 სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალში ,,თეატრი და ცხოვრება“  იოსებ არიმათიელის წერილი ,,ია ეკალაძე“ დაიბეჭდა. 1919 იყო ჩოხატაურის ახლად დაარსებული გიმნაზიის დირექტორი, 1920-1923 წწ-ში - ლანჩხუთის ტექნიკუმის მასწავლებელი. 7.V.1920 მწერალთა საბჭომ, საქართველოს დიდ ქალაქებში გამართა პირველი ტრადიციული ,,პოეზიის დღე“. ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ჩოხატაურში ია ეკალაძე ხელმძღვანელობდა.

1923-1924 წწ-ში მასწავლებლობდა რაჭაში, 1924-1925 წწ-ში - თელავში. სიცოცხლის ბოლომდე წერდა პიესებს, რომანებს და ლექსებს. ავტორია რომანების: ,,ნომერი 21 ჯვრით“, ,,ილია“; მოთხრობების: ,,დაუდეგარი“, ,,თეო“, ,,ჩემი ცოდვა გქონდეს!“ ,,კრებაზე“ და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates