• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცინცაძე გიორგი იოსების ძე

ცინცაძე გიორგი იოსების ძე (1880, სოფ. ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრ. - 1937) -  სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პროფესიით მასწავლებელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წ-დან სოციალ-დემორკატიული აპრტიის წევრი. იყო გურიის 1905 წ-ის მოვლენების მონაწილე.

1917 წ-დან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და  დამფუძნებელი კრების წევრი.

ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩამოშორდა პოლიტიკურ სამქიანობას. საბჭოთა რეჟიმის მიერ რამდენიმეჯერ იქნა დაპატიმრებული. საბოლოოდ, მენშევიკური ცენტრის წევრობის ბრალდებით, დიდი  ტერორის დროს დახვრეტა მიუსაჯეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates