• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე

ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე (1879, სოფ. ზომლეთი - 20.02.1938) - სოციალ-დემოკრატი. სწავლა დაიწყო აკეთის სკოლაში, შემდეგ კი ასოთამწყობის პროფესიას ეუფლებოდა. სწავლის პერიოდიდანვე ჩართული იყო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს (1899). 1917 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1918 იგი იყო საქართელოს პარლამენტის წევრი, 1919 კი არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წ-ის აჯაბყების შემდეგ ის იყო იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1937 გ. ცინცაბაძე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates