ჩხეტიანი ქრისტეფორე პავლეს ძე (1873 - 1933) - განერალი. რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1915). დაჯილდოებული იყო წმ. გიორგი მე-4 ხარისხის ორდენით. 1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). 1918 წ-ის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო შულავერის ფრონტზე მოქმედი შენაერთების მეთაური. 1921 იყო ზურგის უფროსი. წავიდა ემიგრაციაში.