• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხეიძე დავით მელიტონის ძე - დია ჩიანელი

ჩხეიძე დავით მელიტონის ძე - დია ჩიანელი (1890, სოფ. დიმი, ქუთაისის მაზრა - 1945) - მწერალი. 1915 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. რევოლუციური საქმიანობის გამო გადაასახლეს ბაქოში. 1915-1917 წწ-ში ბაქოს გიმნაზიაში ასწავლიდა. 1917 ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. 1917-1933 წწ-ში იყო ქუთაისის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი. 1918 გამოსცა  პირველი წიგნი, ნოველებისა და ლეგენდების კრებული ,,შემოდგომის ცრემლები“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში წიგნის პოპულარიზება ხდებოდა და შეძენისკენ მოუწოდებდნენ მკითხველთ.  მაგ., ოფიციალურ სამთავრობო გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“  1919 წ-ის 30 იანვარს გამოქვეყნდა ცნობა დია ჩიანელის წიგნის ,,შემოდგომის ცრემლების“ დაბეჭდვასა და  მაღაზიებში მის გაყიდვასთან დაკავშირებით. 1919 წ-ის აპრილში ჟურ. ,,თოლაბაურის სარტყელში“ წიგნის შეფასება გამოქვეყნდა. 1919 წ-ის მარტში ჟურ. ,,თეატრსა და მუსიკაში“ პიესა ,,საქართველოს მასკარადი“ დაიბეჭდა, მისი გაგრძელება კი - ამავე წლის ჟურ. ,,ხელოვნებაში“. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ქუთაისში აქტიურ კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1919 მისი რომანი ,,ქეთო“ ორ ნაწილად გამოიცა. 1919 „წითელის“ ფსევდონიმით ჟურ. ,,თეატრსა და ცხოვრებში“ მასზე წერილი დაიწერა.

1926-1928 წწ-ში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის, 1928-1931 წწ-ში საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის, 1932-1937 წწ-ში ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 1929 რომანი ,,გიონ დარნა“ დაბეჭდა. 1926-1934 წწ-ში მისი პიესები დადგეს რეჟისორებმა: მ.ქორელმა, კ. მარჯანიშვილმა, შ.მანაგაძემ, ნ.გოძიაშვილმა. 1933 დაბეჭდა პროზაული კრებული ,,ორბი“. დია ჩიანელის პიესებია ,,ურაგანი“, ,,ბეთქილი“, ,,ბაილი“, ,,ნაირმალი“. გარდაიცვალა 1945 წ-ს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates