• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხეიძე მარიამ ილიას ასული

ჩხეიძე მარიამ ილიას ასული (1888, ყვირილა - 1937) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. იურისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უმაღლესი   განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ნაფიც-ვექილად.  ადრეულ ასაკში შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას.

 1918 წ-ის შემოდგომაზე საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი. საარქივო წყაროების თანახმად, აქტიურად  მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, ევალებოდა თეორიული მასალების შეგროვება და კომისიისთვის გაცნობა. 1919 წ-ის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 31-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო წკგ საზოგადოების გამგეობის წევრი. აქვეყნებდა წერილებს ესერთა პარტიულ გაზეთ „შრომაში“. 1921 წ-ის იანვარში სოციალ-რევოლუციონერების მიერ გამოქვეყნებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი დებულებები სწორედ მისი შემუშავებული იყო.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონურ ჯგუფებთან. შეეწირა საბჭოთა ტერორს, 1937 დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates