• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე (05.VII.1873 - 1940/41 ?) - სამხედრო პირი. დაამთავრა თბილისი კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1892. დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. სამსახური განაგრძო გრენადრეთა მე-16 პოლკში. შტაბს-კაპიტანია 1908. ამავე დროს იყო ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის ოფიცერი. კაპიტანი (1913). სამხედრო სასწავლებლის ასმეთაური. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. პოლკოვნიკი (1915). 1916-1917 წწ-ში მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-15 პოლკში. ჯილდოები: წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირი მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლები. 1918 წ-დან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. იყო სამხედრო სკოლის უფროსის მოადგილე. 1921 წ-ის თებერვალში, საბჭოთა რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, დაინიშნა სკოლის უფროსად და მეთაურობდა სკოლას ტაბახმელაზე ბრძოლებისას. წავიდა ემიგრაციაში. 1922 წ-დან პოლონეთშია. 1922-1923 წწ-ში ასწავლიდა რემბერტოვოს სამხედრო კურსებზე. გენერალი (1923). შემდეგ ერთი წელი ვარშავის ქვეითთა სკოლაში კურირებდა ქართველ მსმენელთა ჯგუფს. შემდეგ მსახურობდა ოფიცერთა საკავალერიო სკოლასა და მე-16 ქვეითთა პოლკში. 1927-1931 წწ-ში პოზნანში დისლოცირებული მე-14 ქვეითთა პოლკის მეთაურია. თადარიგში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა ლვოვში. იყო „ქართველ მხედართა კავშირის“ გამგეობის წევრი და 1928 შექმნილი „ქართველ იუნკერთა კავშირის“ საპატიო თავმჯდომარე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრაციაში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ავტორია მოგონებებისა სამხედრო სკოლაზე. 1939 წითელი არმიის მიერ ლვოვის დაკავებისას ტყვედ ჩავარდა. 1940 წ-ის ივნისს გადაიყვანეს კიევში, НКВД-ს ციხეში, ხოლო დეკემბერში - მოსკოვში, სადაც დახვრიტეს (1941).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates