• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩიხლაძე რაფიელ

ჩიხლაძე რაფიელ (1881 - 1919) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური მოღვაწე. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული. მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი  დაინტერესება სოფლის მეურნეობის საკითხებით, განსაკუთრებით კი მეფუტკრეობით, რომლის შესახებაც  წერდა სტატიებს ქართულ პრესაში  . ამ თემაზე მან წიგნიც დაწერა: ,,სასარგებლო დარიგება მეფუტკრეობაზე’’. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრი 1914 წ-დან და ამავე ორგანიზაციის თბილისის განყოფილების წევრი 1917 წ-დან.                                    

1918 შედიოდა ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს   დამფუძნებელი კრების წევრად, მუშაობდა საკონტროლო კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას საქართველოს რეგიონებში. 1919 მის ნაადრევად  გარდაცვალებას სოციალ-დემოკრატიულ პრესაში არაერთი წერილი მიეძღვნა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates