• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე

ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე (1882, სოფ. შამგონა, ზუგდიდის მაზრა - 1.IX.1924) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა აზნაურის ოჯახში.  დაამთავრა  ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი. წლების განმავლობაში იყო წკგს-ის ნამდვილი  წევრი, მუშაობდა მასწავლებლად. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. პოლიტიკური საქმიანობის გამო სამჯერ  დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში.  იყო პარტიის სამაზრო კომიტეტის წევრი.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ საქმიანობას, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გლეხთა შორის. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1924 წ-ის აპრილში დააპატიმრეს. მისივე განცხადებით 1921 წ-დან ჩამოშორებული იყო პოლიტიკურ საქმიანობას და არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა. 1924 წ-ის აჯანყების   შემდეგ დაპატიმრებულს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. დახვრიტეს თბილისში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates