ჩიგოგიძე ნიკოლოზ ნაუმის ძე (?-?) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. დაამთავრა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. მუშაობდა მასწავლებლად. იყო ქშწგ საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.
1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიის წევრი. 1919 წ-ის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა სოციალისტრ-რევოლუციონერთა სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.