• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩარექიშვილი პეტრე

ჩარექიშვილი პეტრე - ცნობილი პედაგოგი. დაასრულა ქუთაისის 6-კლასიანი სასწავლებელი. 1899 შევიდა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში. 1903-1907 წწ-ში მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის 6-კლასიან სასწავლებელში, ხელმძღვანელობდა ამავე სასწავლებელთან არსებულ პედაგოგიურ კურსებს, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რის გამოც 1907 დააპატიმრეს და საქართველოდან გაასახლეს. მოღვაწეობა გააგრძელა განჯაში, აქაურ 6-კლასიან სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და პარალელურად სიმწიფის ატესტატზე გამოცდა ჩააბარა. 1910 შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა მათემატიკის ფაკულტეტი. მიიწვიეს მოსკოვის გერმანულ სკოლაში გამგის თანამდებობაზე. 1916 დაბრუნდა საქართველოში და თბილისის სკოლებში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად.

1917 აირჩიეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დამოუკიდებელ საქართველოში ეს თანამდებობა გაუქმდა და 1918-1920 წწ-ში  ჯერ თბილისის წმინდა ნინოს გიმნაზიის დირექტორი იყო, შემდეგ კი თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიისა.                                         

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates