შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე (მეტსახელი: ძიკი) (1888, სოფ. ბედია - 13.IV.1957] - სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, შემდეგ კი უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში. რამდენჯერმე დააკავეს, რადგან მარქსისტული ორგანიზაციის წევრი იყო. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1919 წ-ის თებერვალში საქართელოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბათუმში დარჩა ექიმად სამუშაოდ. მომდევნო წლებში რამდენჯერმე დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1951 ეკავა აფხაზეთის ასსრ სახალხო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.