უვაროვი ბორის პეტრეს ძე (1888 - 1970) - ენტომოლოგი. 1910 პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, საქართველოში. იგი იყო საქართველოს მუზეუმის (ძველი კავკასის მუზეუმი) ენტომოლოგი. 1919 წ-ის ოქტომბრიდან სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით იწყებს მუშაობას თსუ-ში დოცენტის თანამდებობაზე. 1920 უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დავალებით ბაქოში გაემგზავრა ენტიმოლოგიის კოლექციის შესაფასებლად და შესაძენად. 1920 წ-დან სამუდამოდ წავიდა ინგლისში. იყო ენტომოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.