• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტატიშვილი ივანე ალექსის ძე

ტატიშვილი ივანე ალექსის ძე (მეტსახელი: გიორგი) [1878 სოფ.გალავანი - 23.04.1963].  განათლება ოჯახში მიიღო, ბავშვობიდანვე მუშაობდა მოჯამაგირედ. 1905-დან ხდება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებს 1905-ის რევოლუციურ მოძრაობაში. 1907 დააპატიმრეს და გადაასახლეს ასტრახანში. თბილისში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობას იღებდა რსდმპ თბილისის კომიტეტის პარტიულ ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას. 1919 არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates