• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე

ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე (2.IV (21.III), 1895 სოფ. ჭყვიში, - 16.XII. 1937, თბილისი) - ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი. განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა და გიმნაზიაში. 1911 მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „კოლხიდა“„სახალხო გაზეთი“„ერი“„თეატრი და ცხოვრება“. 1913  სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტშიფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1917 მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. ამავე პერიოდში  იყო „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენის  ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში („მღვდელი და მალარია", „ტფილისი", ორპირის სეზონი“, „ორი აპრილი და ა.შ). 1918 კონსერვატორიის დარბაზში გამართულ გალაკტიონ ტაბიძის საღამოზე წაიკითხა ლექსი „მალარია“.1918 მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მხარდასაჭერ შემოქმედებით საღამოში.1919 მონაწილეობას იღებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1920-დან რედაქტორობდა ჟურნალებს „რუბიკონი“ და „ბარრიკადი“. 1920 წლის 18 ოქტომბერს ჟურნალ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავას და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები. 1921-ის17 დეკემბერს საქართველოს მთავარი კომიტეტის პლენარულ კრებაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. იმავე წელს არჩეული იქნა საქართველოს ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენლად პაოლო იაშვილთან და  ვახტანგ კოტეტიშვილთან ერთად. იმავე პერიოდში, პუშკინის დღეებთან დაკავშირებით, შეიქმნა კომისია, რომლის თავჯდომარე იყო ფ. მახარაძე, მდივანი კი ტ. ტაბიძე. გასაბჭოების შემდეგ გამოაქვეყნა წერილი „პოეტები და რევოლუცია“, რომელშიც გააკრიტიკა კოლეგები ანტისაბჭოური მოღვაწეობის გამო.

თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. 1935 მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. 1937 ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. საფლავი უცნობია.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates