• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე

სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე [1871 სოფ.სვირი - 1936]. განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1905 გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი.. 1906 წლის გენერალ ალიხანოვის სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1921  დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში.. ოკუპაციის შემდეგ მან ცხოვრება საკუთარ სოფელში გააგრძელა. გარდაიცვალა 1936 წელს, საბჭოთა რეპრესიებამდე ერთი წლით ადრე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates