• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სტრაუმე იული კარლის ოსკარ

სტრაუმე იული კარლის ოსკარ (2. VII. 1874, ვენდენი - 1. XI. 1970, რიგა), ლატვიელი საზოგადო მოღვაწე, ეთ­ნო­გრაფი, მხატვარი, პე­და­გო­გი, სა­ქა­რ­თველოს დე­მოკ­რა­­­ტი­უ­ლ რეს­პუ­ბ­ლიკაში აკრედიტებული ლა­ტვიის რესპუბლიკის საკონ­სუ­ლოს თანამშრო­მე­ლი. დაამთავრა მიტავის (ამ­ჟა­­მ­ად - ელ­გავა) გიმნაზია და სანკტ-პეტერბურგში არსე­ბუ­ლი ალ. შტი­გ­­ლი­­ცის ტე­ქ­ნი­­კური მხა­ტ­ვ­რობის ცენტ­რა­­ლური სასწავლებელი. კვა­ლი­­ფიკა­ცი­ის ამა­ღ­ლე­ბის მი­ზ­ნით მიავლინეს პარიზში, სადაც დაეუფლა ტექსტილის ხელო­ვ­ნე­ბას. 1907 წელს მხა­ტ­ვრად მოავლინეს თბილისში მოქმედ კავკასიის შინამ­რე­წველობის  (იგივე კუ­ს­ტარულ) კო­მიტეტში. რუდუნებით აგროვებდა და სწავლობდა კა­ვ­­კა­სიელ ხალხ­თა დეკორა­ტი­ულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. მოპოვე­ბუ­ლი მასალა გადაე­ცე­­მოდა კუს­ტა­­­რული კომიტეტის სახელოსნოებს, სადაც ხალხური შე­მოქმე­დე­ბის მიხედვით იქმ­ნე­­­­ბოდა უნიკალური ნაწარმი: ხალიჩები, ნაქარგები, ქსო­ვილები, ჭურჭელი, საიუვე­ლი­­რო ნაკეთობანი. შექმნა უნიკა­ლუ­­რი ალბომები კავ­კა­სიური ხალიჩების ფერადი ჩა­ნა­ხატებითურთ, რომლის პირველი ტომიც გამოიცა. ალბომებში შე­მო­ნა­ხულია ასევე პირები მინიატურებისა, რომლებიც შემოჩენილი იყო გელათის, ჯრუჭის და სხვა ეკლესია-მონასტრებში იმხანად დაცულ X-XI საუკუნეე­ბით და­თა­რი­ღებულ სახა­რე­ბებში. მონაწილეობდა აკა­­­დ. ნი­კო მარის ხელმ­ძღვა­ნე­ლო­ბით მოწყობილ ქ. ანისის არ­ქე­ოლოგიურ ექს­პე­დი­ცი­აში (1912). კუსტარული კო­მი­ტე­ტის ეგიდით მონა­წი­ლეობდა საერ­თაშორისო გამოფე­ნე­ბ­ში. აქტიური როლი შეას­რუ­ლა გა­მო­ყენებითი ხელოვნების მუ­ზე­­უმის და­ფუძნებაში, რომელიც თბი­ლისში დღე­მ­დე წარმატებით ფუ­ნქცი­ო­ნი­რებს. მხატვარ ჰენრიკ ჰრინევს­კი­ს­თან ერთდ მო­ხა­ტა სა­თა­ვადაზ­ნა­­ურო ბანკი (თანამედროვე ეროვნული ბიბლიოთეკა). მისივე პრო­ექ­ტით შე­იქმნა პი­რ­ველი კა­რა­დე­ბი სამუზეუმო ექსპონატებისათვის, ამოკვეთილი კა­რე­ბები, ასევე წიგ­ნე­­ბის ვიტ­რი­ნები. თავის მეუღლესთან, ბელგიელ მარია-ელოიზა-ავ­გუსტა რონგვოს­თან ერთად მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (1916). მსა­­ხუ­რობდა სა­ქა­რ­თველოს დე­მოკ­რა­­­ტი­უ­ლ რეს­პუ­ბ­ლიკაში აკრედიტებულ ლა­ტვიის რე­სპუბლიკის სა­კო­­­ნ­სუ­ლო­ში. ლატ­ვი­ის ვი­ცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა საბ­ჭო­თა რუსეთის მიერ სა­ქა­რთველოს ოკუპაციისა და იძუ­­ლე­ბითი გასაბჭო­ე­ბის შემდე­გაც (1922 წლის 10 თებერვლამდე). ზრუ­ნა­ვდა სა­ქა­რთ­ვე­ლოში მყოფ ლატვიელთა სა­მშობლოში დაბ­რუ­ნებისათვის. 1923 წლის მი­წუ­რულს დაბრუნდა სამშობლოში, თუ­მცა შემოქ­მე­დე­ბითი კავშირი საქართველთან და ქარ­თ­ვე­ლებთან სიცოცხლის ბო­ლო­მდე არ გა­უწ­ყ­ვეტია. იყო ლატვიის ხელოვნების დამ­სა­ხუ­რებული მოღვაწე. 1963 წელს თბილისის სა­მხატვრო აკადემიის პროფესორმა და­ვით ციციშვილმა აღძრა საკი­თ­ხი, რომ სა­ქართ­ვე­ლოს წინაშე დამსახურებისათვის ი. სტრა­უმესათვის დაენიშნათ პერ­სონალური პე­ნ­­სია. სტრაუმეს მხატვრული მემკ­ვი­დ­­რე­ობის უდიდესი ნა­წი­­ლი ინახება საქართველოს სახალხო და გამოყენებითი ხე­ლო­ვ­ნე­ბის მუზეუმში, რო­მე­ლიც მდებარეობს შალვა დადიანის ქუჩაზე № 28-ში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates