• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სტოლერმანი სამუილ ალექსანდრეს ძე

სტოლერმანი სამუილ ალექსანდრეს ძე. (09.XII. 1874. სოფ. კიახტა -  22. XII. 1949. კიევი) ებრაული წარმოშობის უკრაინელი დირიჟორი. 1905 -დან, მოსკოვში, დირიჟორის პროფესიას ვ. ი. საფინოვთან ეუფლებოდა. სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწობას; 1927-1944  ოდესაში; 1944-1949 კიევში; 1917-დან თბ. ოპერის თეატრის დირიჟორი გახდა.

დამოუკიდებელ საქართველოში, პირველი დადგმისას (1919. 05. 02) დირიჟორობდა დ. არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე”, ასევე ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს“ პრემიერის დროს (1919. 11. 12).  გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა: ვ. დოლიძის „ლეილას“ (1922.06.05);  და   მ. ბალანჩივაძის  „დარეჯან ცბიერის“ (1926. 16. 04); პრემიერებში; 1933 წ. ვ. დოლიძის და 1936 წ. ა. ანდრიაშვილის საფ-ნო კონცერტების პირველად შესრულებაში (1941. 28. 25); ზ. ფალიაშვილის „დაისის“ ოდესაში დადგმულ წარმოდგენაში. მის რეპერტუარში, ქართულთან ერთად, უცხოური ნაწარმოებებიც შედიოდა: Б. Лятошинский «Захар Беркут» (ოდესა. 1930); О. Чишко «Яблоневый Плен» (ოდესა 1931); ნ. ლისენკო “ტარას ბულბა“ (თბ. 1932); ა. სპენდიაროვი „ალმასტი“ (ქართ. ენაზე. თბ. 1932. 21. 05); ა. ფემელიდი „რღვევა“ (თბ. 1932. 08. 11); ჟ. ოფენბახი „ჰოფმანის ზღაპრები“ (თბ. 1941. 09. 07); მ. იპოლიტოვ-ივანოვი „ღალატი“ (თბ. 1941. 23. 12); ა. ბოროდინი „თავადი იგორი“ (თბ. 1942. 18. 02) და სხვ.  1925 წ. მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1937 წ. კი უკრაინის სახალხო არტისტის წოდებები. გარდაიცვალა კიევში.          

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates