• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სტოკსი კლოდ

სტოკსი კლოდ (27.X.1875, მუსორიე, ინდოეთი  – 7.XII.1948, ლონდონი), დიდი ბრიტანეთის ინდოეთის არმიის ოფიცერი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში. დაიბადა ინდოეთში ბრიტანელის ოჯახში. განათლება წმინდა ჯონის სკოლაში და სანდჰურსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში მიიღო. 1895-დან მსახურობდა ბრიტანეთის არმიის ინდოეთის ნაწილებში. 1907-1911-ში იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე თეირანში და დახმარებას უწევდა პრობრიტანულ პოლიტიკურ ძალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ინდოეთის სამხედრო ნაწილებს.

 პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ხელმძღვანელობდა ბაქოში განლაგებული ბრიტანეთის არმიის ნაწილებს.  1920-ს ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარის ოლივერ უორდროპის გადადგომის შემდეგ ეს პოსტი პოლკოვნიკმა სტოკსმა დაიკავა.  1920-ს 28 სექტემბერს ახლად დანიშნული უმაღლესი კომისარი თბილისში ჩამოვიდა, მას დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე კ. საბახტარაშვილი და სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენერალი ალ. გედევანიშვილი. თბილისშ პოლკოვნიკს სტოკს შეხვდა იმხანად თბილისში მყოფი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მაკდონალდი და საქართველოს დახმარება სთხოვა.  უმაღლეს კომისარს თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საზეიმო ვახშამი გაუმართეს. მალევე სტოკსი ნ. ჟორდანიას შეხვდა და დადებითი განწყობა არ დამალა საქართველოსადმი. მის მიერ ლონდონშ გაგზავნილი ანგარიშები აშკარა პროქართული ხასიათისაა. 1921-ს თებერვლამდე ასრულებდა უმაღლესი კომისრის მოვალეობას.

 საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ინდოეთის არმიას. 1931-1940-ში იყო ბრიტანეთის ვიცე კონსული ნიცაში, საფრანგეთში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates