• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სვიმეონი - მიტროპოლიტი

სვიმეონი - მიტროპოლიტი (ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე) (1875, სოფ. ბუგეული,რაჭის მაზრა - 13. XI. 1935). დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ დროს თბილისის სემინარიაში უკვე იყო სერიოზული დაპირისპირება მარქსისტულად განწყობილ ახალგაზრდებსა და მორწმუნეთა შორის, ხშირად ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი. ახალგაზრდა სიმონმა 1893 მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაშირომელიც 898 დაასრულა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აკურთხეს მღვდლად. 1900 დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ.                                                                                              

თავის წერილებში სვიმეონი აქტიურად ეხმაურებოდა 1918-21 წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.                                                                         

1923-ის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი ეპისკოპოსად. აკურთხა.მეუფე სვიმეონს ურთულეს პერიოდში მოუხდა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მიმდინარეობდა ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. დაპატიმრებული იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა, თვით კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924-ის 20 ოქტომბერს, საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 ქუთათელად ეპისკოპოსად დაინიშნა, 1927 ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 ეპისკოპოს სვიმეონს ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს და აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. მიტროპოლიტი სვიმეონი გარდაიცვალა  მძიმე ოპერაციის დროს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates