• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე

სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე (მეტსახელი: ემილ) [07.1875 თელავი - 26.12.1937]. ის ჯერ სასწავლებლად თელავის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1900 მოღვაწეობას იწყებს პედაგოგად, დუშეთის მაზრაში. რევოლუციური პროპაგანდისათვის 1908 დააკავეს და ციხეში ჩასვეს ერთი წლით. ერთი წლის შემდეგ კი გადასახლებულ იქნა ციმბირში. 1917 რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად ქალაქ ნოვო-ნიკოლაევსკში. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919-დან ის ხდება საქართელოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ცოტა მოგვიანებით კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1921 ოკუპაციის შემდეგ ე. სირბილაძე ცოტა ხნით იმყოფებოდა ემიგრაციაში, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში. 1937  შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates