• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საყვარელიძე პავლე დავითის ძე

საყვარელიძე პავლე დავითის ძე  (1882, სოფ, საქარა, შორაპნის მაზრ. -10. VIII. 1937 -) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი,  სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“). დაიბადა გლეხის ოჯახშ.  უმღლესი განათლება რუსეთში და შვეიცარიაში მიიღო. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის არა ერთხელ იყო გადასახლებაში და ციხეში. 

1917-დან გამოსცემდა გაზეთ „ალიონს“.  დამოუკდიებლობის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918-ის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს. ოუო დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. კონსტიტუციის შმეუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა.  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად ჩაება ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლაში. დამფუძნებელი კრების სხდომებზე შეუპოვრად ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და თავმჯდომარე. უარყო ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს, არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა  ტერიტორიბზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). მან დამფუძნებელი კრების სხდომაზე განაცხადა: „... არ შემიძლია დავუშვა ის აზრი, რომ ჩვენ ახალი სახელმწიფოები შევქმნათ სახელმწიფოში. ჩვენ ვწერთ კონსტიტუციას უნიტარული სახელმწიფოსათვის. ოსებს კი, მაგალითად სურთ დაგვიწერონ კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფოსათვის. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი გარემოებაა“.          

ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში.           ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates