• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სევეროვი (ნორდმანი) ნიკოლოზ პავლეს ძე

სევეროვი (ნორდმანი) ნიკოლოზ პავლეს ძე - (2.III.1887. თბილისი - 21.II.1957) ინჟინერი, არქიტექტორი. 1915 დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი. 1918-დან დაბრუნდა თბილისში. 1918 ბოლოს ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტში გიორგი ჩუბინაშვილი მიიწვიეს პროფესორად, რომელიც სათავეში ჩაუდგა და დააარსა ხელოვნების ისტორის კათედრა. ნიკოლოზ სევეროვი მისი ერთადერთი თანამშრომელი იყო. მათ უნივერსიტეტში შექმნეს ,,ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი“, რომელიც ქართული ხელოვნების დარგში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო. ამ დროიდან დაიწყო სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიციებიც, რომლებშიც არქიტექტორ სევეროვი აქტიური წევრი იყო. 1920 საქართველოს მუზეუმს ხუროთმოძღვრული ძეგლების შეკეთება და დაცვა დაევალა. 13.VIII.1920 საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი ,,ძველი ხუროთ-მოძღვრო ძეგლებს შეკეთება დაცვისთვის 2 000 000 მან. გადადებისა“. მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ ამ სამუშაოების შესასწავლად და შესასრულებლად შექმნა კომისია, რომელშიც გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვნი და ა. კალგინი შევიდნენ. მკვლევრები ჯერ მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების შესასწავლად გაემგზავრნენ. შემდეგ კახეთის რეგიონის რამდენიმე ძეგლი შეისწავლეს და შეაკეთეს, ასევე მუზეუმში გადაიტანეს წრომის ეკლესიის მოზაიკის ფრაგმენტები. 1920-დან ეროვნული მუზეუმის შენობის ფასადის გასაფორმებლად ნ. სევეროვი და ა. კალგინი მიიწვიეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა.

1922-1948 იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1935 დააპროექტა თბილისში თამარის ხიდი არქიტექტორებთან კ. ზავრიევთან და ნ. სლოვინსკისთან ერთად. 1935-1948 იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1938 კინოთეატრი რუსთაველი ააგო. 1942-1948 იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე. 1948-დან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კიევში. შექმნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, შესრულებული აქვს როგორც საერო, ისე საკულტო არქიტექტურის ძეგლების გრაფიკული ჩანახატები, ეკუთვნის მრავალი საერო არქიტექტურის პროექტი. 1957 გარდაიცვალა.                                                                                            

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates