• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სართანია პლატონ  

სართანია პლატონ   (1886 - სოფ.ლედგებიო, ზუგდიდი მაზრა - 1918) სცენისმოყვარე. დაიბადა გლეხის ოჯახში, წერა-კითხვა თავისით შეისწავლა. ასევე მეწაღეობა და სურათების გადაღება. სხვა განათლება არ გააჩნდა. 1905 სენაკის ხელოსნებთან ერთად მონაწილეობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, ამიტომ წელიწად ნახევრით რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნებული წერა-კითხვას ძლივს ახერხებდა, თუმცა, ამხანაგებს სცენაზე გამოსვლას თხოვდა, რადგან ხალხისთვის ხმა სცენიდან მიეწვდინა. მსახურობდა ზუგდიდის სცენაზე. მისი შესრულებული როლებია: სესია ,,ბატონი და ყმაში“, პეტუა ,,ციმბირელში“ და სხვ. ამავე დროს იყო სოციალ დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 24.X.1918 გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმდროინდელი სახელოვნებო ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება“. 1919 ზუგდიდის სცენის მოყვარე ამხანაგებმა, განსვენებულის წლის თავზე, დადგეს ,,ბატონი და ყმა“. შემოსავლის ნაწილი ჟურნალს ,,თეატრი და ცხოვრება“ გადაეცა. ნაწილი კი მისი ქვრივი დის ოჯახს.                                  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates