სადაღაშვილი გიორგი დავითის ძე (1870. სოფ, ქახვრელი. გორის მაზრ. -?) სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. სოციალ-დემოკრატიული წრეებში გაწევრიანდა დაარსებისთანავე. იყო თბილისის პარტიული წრის ორგანიზატორი. 1900-ის რკინიგზის გაფიცვის გამო გაასახლეს თბილისიდან . 1902-ის მუშათა დემონსტრაციების შემდეგ დააკავეს თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1903 დატოვა რკინიგზის სახელოსნო პოლიციური წნეხის გამო. 1904-დან მუშაობა დაიწყო იარალოვის ქარხანაში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოთხივე სათათბიროს არჩევნების დროს, მუშების მხრიდან იყო დასახელებული ამომრჩევლად, მათ შორის გურიიდანაც. 1908-ს ჟანდარმერიამ დაიჭირა და გადაასახლა როსტოვში 2 წლით.
1917-ს მარტიდან ეწეოდა აქტიურ პარტიულ მუშაობას. იყო „ნაძალადევის“ კომიტეტის თავმჯდომარე და სხვადასხვა რაიონის კოლექტივის წევრი. არჩეული იქნა ქალაქის საბჭოს წევრად. 1918-ს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. 1919-ს თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. იყო საკანდიდატო სიის 115-ე ნომერი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.