საბაშვილი პარმენ ივანეს ძე ( 1883, ოზურგეთი - 17.IX.1937, თბილისი). სოციალისტ-რევოლუციონერი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იურისტი.
1918-ს 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო გზათა მინისტრის ამხანაგი. შემდომში მუშაობდა სურსათის მომარაგების კომისიაში (სამინისტროში).
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა ბათუმში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 1937-ს დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური საქმიანობა.. სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა. 1958-ს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მისი რეაბილიტაცია მოახდინა.