• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რუხაძე ლევან პორფილეს ძე

რუხაძე ლევან პორფილეს ძე (1884 - დაბა ხონი - X,  1937, ქ. სემიპალატინსკი,  ყაზახეთი)  სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. დაიბადა გლეხის ოჯახში, განათლება მიიღო საოსტატო სასწავლებელში, ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ახალგაზრდობიდანვე შეურთდა რსდმ პარტიას. 1917-ს დეკემბერში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წითელი გვარდიის შექმნაში.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებს გაზ. „ერთობაში“, აქტიურ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწოდა ახალციხის მაზრაში. იყო საქველმოქმედო საზოგადოებების წევრი, მისი თაოსნობით აღდგა ობოლთა თავშესაფარი და სხვა დაწესებულებები ახალციხეში. 1919-ის თებერვალში არჩეული იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიიდან.  გვარდიის ყრილობაზე არჩეული იქნა გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1920-ს სექტემბერში მონაწილეობას იღებდა ევროპელი სოციალისტების დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისას დახვედრის ცერემონიალში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. 1922-ს გადაასახლეს საქართველოდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში  მოთავსებული იყო სუზდალის ციხეში, სადაც მასთან ერთად არაერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე იყო, მათ შორის დემოკრატიული რესპუბლიკის მტავრობის თავმჯდომარე სახალხო განათლებისა და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.  სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ყაზახეთში.  1937-ის ოქტომბერში ე.წ. „ტროიკის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates