როსტომბეგოვი ვალერიან ნიკოლოზის ძე (1878, ქ. თბილისი - 1965, ქ. თბილისი) - სწავლობდა თბილისის I გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1899 წ. და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე, 2 წლის შემდეგ გადავიდა საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც 1911 წ. დაამთავრა. 1911-1915 წლებში მუშაობდა ხარკოვის სამედიცინო-ვეტერინარულ და პედაგოგიურ ინსტიტუტებში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაპირველად ასისტენტად, ხოლო შემდგომში ლექტორად და კათედრის გამგედ.
1930 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი.. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე ფუნდამენტური სახელმძღვანელო სამედიცინო პარაზიტოლოგიაში. მის სახელს ატარებს თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი ლაბორატორია.