როსტომაშვილი ივანე - ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი ანარქისტი, იგი შენდეგ სოციალ-დემოკრატრი გახდა. იგი ციმბირის ციხეში იმყოფებოდა, რევოლუციის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა. ი. როსტომაშვილი შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი რწმუნებული იყო. 1920-ის დეკემბერში იგი ტრაპიზონში ანგორის მისიაში გასამგზავრებლად წასული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, მომარაგების სამინისტროს დავალებით და კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა. ტრაპიზონში მან ინახულა სოლომონ მეორის საფლავი და ამასთან დაკავშირებით უთქვამს: „სოლომონი პირველ რევოლუციონერად ითვლებაო“.