• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რომანიშვილი-დგებუაძისა სოფიო

რომანიშვილი-დგებუაძისა სოფიო - მსახიობი. 1899 სახალხო თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდა. მონაწილეობდა ,,დრონი მეფობენში“ - ნატოს როლში, ,,ორ ობოლში“ კი ასრულებდა ლუიზას. პარალელურად გამოდიოდა ნაძალადევის სცენაზე. რამდენიმე თვით გაემგზავრა რუსეთში. 1900 დაბრუნდა საქართველოში, სახალხო სახლში დაიწყო მუშაობა და სცენას აღარ ჩამოშორებია. უბინაო სახალხო თეატრი მის სახლში მართავდა რეპეტიციებსა თუ გამგეობის კრებებს. მისგანვე მოჰქონდათ წარმოდგენებისთის საჭირო ინვენტარი. ს.რ. სახლიც და თავად სახალხო თეატრთან ერთად აგრძელებდა მუშაობას. 20. IV. 1919 ქართული წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობამ  სახალხო სახლში სასცენო მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates