როინიშვილი იოსებ ნიკოლოზის ძე (7.XII.1874-). დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1894). პორუჩიკი (1898). შტაბს-კაპიტანი (1902). 1905 პირველი თანრიგით დაამთვრა ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია. კაპიტანი (1905). მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოში. 1908-დან პეტრბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელია. პოდპოლკოვნიკი (1908). 1909-დან კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლოს პროკურორის თანაშემწეა. პოლკოვნიკი (1912, წარჩინებისთვის). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავი მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირი მე-4 ხარისხის.
1918-დან საქართველოს სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე. გენერალი (1918). 1919-ს 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებას საქართველოს სენატის წევრად აირჩი.