• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რობაქიძე გრიგოლ ტიტეს ძე

რობაქიძე გრიგოლ ტიტეს ძე ( 28.X.1882, სოფ. სვირი - 19.XI. 1962ჟენევა) -  ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დასრულების შემდეგ, სწავლა ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, საიდანაც ერთ წელში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გარიცხეს. 1902 სწავლა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1908 დაბრუნდა საქართველოში და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1915 იყო  „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთი დამფუძნებელი.                                             1917  მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. 1917რამდენიმე თვე სპარსეთის ომში გაატარა. 1918-1921 მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი წერილები ქართულ და რუსულ ენებზე იბეჭდებოდა გაზეთებში: „საქართველო“ და „კავკაზი“ -  ფსევდონიმებით „გივი გოლენდი“  და „. რობაქიძე-კავკასიელი“. 1918 გივი გოლენდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ესე  „გიორგი შერვაშიძე“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ აირჩიეს დოცენტად ქართული ლიტერატურის კათედრაზე. 1919 თბილისში, რუსულ ენაზე დაიბეჭდა ესეების კრებული „პორტრეტები“. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მუშაობდა სახელმწიფო საქმეთა სამმართველოში, იყო მთავრობის სხდომების მდივანი. იმავდროულად კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ფილოსოფიისა და პოეზიის უახლესი მიმდინარეობების შესახებ. 1919 ეპიზოდურად მონაწილეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში. 1920-21-ში ასწავლიდა გერმანულ რომანტიზმს თბილისის უნივერსიტეტში. 1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა მისი კრიტიკული წერილი „საქანელა და სახჩობელა“, 1920 წლის 25 ოქტომბერს წერილი ნოე ჟორდანიას შესახებ.1920  თანამშრომლობდა ჟურნალთან „მშვილდოსანი. 1920-ის სექტქმბერში შთამბეჭდავი სიტყვით მიესალმა საქართველოში მყოფ ევროპის სოციალისტთა დელეგაციას.

საქართველოს    საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დამყარების შემდეგ ხელმძღვანელობდა ხელოვნების განყოფილებას განათლების კომისარიატში, აქტიურად მონაწილეობდა ქაშუეთის ტაძრის გადარჩენაში. 20-იანი წლების დასაწყისში ქართული თეატრის სცენაზე იდგმებოდა მისი პიესები: „ლონდა“, “მალშტრემი“ და „ლამარა“. 1925-26 ჟურნალ ,,მნათობში”  გამოქვეყნდა რომანი „გველის პერანგი“. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი:  1946-მდე  ცხოვრობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში1942 წელს მისი უშუალო მონაწილეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.  30-იან წლებში გერმანიაში დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „კავკასიური ნოველები“,  „მეგი“,  „ქალღმერთის ძახილი“, „დემონი და მითოსი (მაგიური ჩანახატები)“, ,“გრაალის მცველნი“, მათ შორის ბროშურები ჰიტლერსა და მუსოლინზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates